დეფაქტო სოხუმის წარმომადგენელი ალენ ავიძბა ანტალიაში მიმდინარე Gd Tennis Cup 2015 ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ სააგენტო "აპსნი" იტყობინება. 15 წლის სპორტსმენი იმედოვნებს, რომ ტურნირზე კარგ შედეგს აჩვენებს და მსოფლიო რეიტინგში პოზიციებს გაიმყარებს. როგორც გამოცემა იტყობინება, ფინანსური დახმარება ახალგაზრდა სპორტსმენს თურქეთში მოქმედი აფხაზური დიასპორის ერთ-ერთმა წევრმა გაუწია.