უამინდობა ჩილეში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რაიონებში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. სტიქიამ 14 ადამნიანი იმსხვერპლა, 20 კი დაკარგულად ითვლება. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ ანტოფაგასტას, ატაკამასა და კოკიმბოს ოლქებს მიაყენა, საიდანაც ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ისინი გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებენ.