ცნობილი მილიარდერი და ფილანტროპისტი ჯორჯ სოროსი უკრაინაში სოლიდურ ინვესტიციას ჩადებს. ამის შესახებ მან გამოცემა "სტანდარდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "მე კონკრეტული საინვესტიციო იდეები მაქვს. მაგალითისთვის, შესაძლებელია ინვესტიციების განხორციელება უკრაინის სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის სფეროში. ჯამში უკრაინის ეკონომიკაში მილიარდი დოლარის ჩადებას ვაპირებ,"-აღნიშნა სოროსმა.