ნემცოვის მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი ფიგურანტი გაჩნდა. ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" დღევანდელ ნომერში იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა ზაურ დადაევმა დამკვეთი, ვინმე რუსლიკი დაასახელა. როგორც დადაევი აცხადებს, მას რუსლიკი ნემცოვის მკვლელობაში 5 მილიონ რუბლს დაჰპირდა და მკვლელობის იარაღი და მანქანა გადასცა. ახალი ფიგურანტის ზუსტი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.