ჰარისონ ფორდი საავადმყოფოდან გამოწერეს. 72 წლის მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჯერად დამაკმაყოფილებელია. თერაპიულ მკურნალობას ის სახლში გაივლის. სხეულის მძიმე ტრავმები ფორდმა ლოს-ანჟელესში მიიღო, სადაც მისმა სამოყვარულო თვითმფრინავმა გოლფის მოედანზე ავარიული დაშვება განახორციელა.