ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ეჰუდ ოლმერტს ბრალი საზოგადოებრივი ნდობის ბოროტად გამოყენებასა და თაღლიდობაში დასდეს. ექპრემიერს ბრალდების მხარე იერუსალიმში პრესტიჟული საცხოვრებელი კომპლექსის მშენებელი კომპანიისგან ქრთამის აღებაში ადანაშაულებს. საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც ოლმერტი იერუსალიმის მერის პოსტს იკავებდა. თავად ექსპრემიერი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.