ოფიციალური დელი ამტკიცებს, რომ უკრაინაში 5 ინდური სამხედრო თვითმფრინავი გაუჩინარდა. ავიამოიერიშეები უკრაინულ კომპანია „ანტონოვს“ უნდა შეეკეთებინა, რისთვისაც დელისგან 400 მილიონ დოლარს მიიღებდა, თუმცა როგორც ინდური მხარე ირწმუნება, ისინი არათუ თვითმფრინავების დაბრუნებას, არამედ მათ მოძებნასაც ვერ ახერხებენ.