ამერიკის სახელმწიფო მდივანი რუს კოლეგას შეხვდა. ჯონ ქერიმ და სერგეი ლავროვმა შვეიცარიულ ლოზანაში უკრაინის, იემენისა და სირიის კრიზისი განიხილეს. ლოზანაში ორი ქვეყნის პირველი დიპლომატები ირანის ბირთვული პროგრამის საკითხთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე იმყოფებიან. საერთაშორისო ექვსეულსა და თეირანს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა მხარეები შეთანხმების დეტალებს ამ დრომდე განიხილავენ.