საფრანგეთის ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე ცენტრისტები ლიდერობენ. ნიკოლა სარკოზის პარტიამ მმართველი გუნდი დამაჯერებელი უპირატესობით დაამარცხა. "ეროვნული მოძრაობის კავშირმა" 60-მდე ადგილობრივ საბჭოში გაიმარჯვა. პოზიციები საგრძნობლად გაიმყარა ლე პენის ულტრამემარჯვენე "ეროვნულმა ფრონტმაც." პოლიტიკური ექსპერტები ადგილობრივ არჩევნებს წინასაპარლამენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად აფასებენ.