Aairbus A 320-ის დამხმარე პილოტის მეგობარი გოგონა აცხადებს, რომ ანდერს ლუბიცისგან ფეხმძიმედაა. ვრცელინ ინტერვიუ კატრინ გოლდბახმა გამოცემა "ბილდს" მისცა. 31 წლის გოლდბახის თქმის, ფეხმძიმობის შესახებ მან რამდენიმე კვირის წინ შეიტყო, თუმცა უცნობია, იცოდა თუ არა ლუბიცმა საცოლის ორსულობის შესახებ. ტრაგედიიდან რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პოლოტს საცოლე ჰყავდა და ოჯახის შექმნას აპირებდა, თუმცა წყვილი ერთმანეთს დაშორდა. Aairbus A 320-მა ავიაკატასტროფა გასულ კვირას საფრანგეთის ალპებში განიცადა, რასაც 150 ადამიანი შეეწირა. როგორც შავი ყუთის გაშიფვრის შემდეგ გაირკვა, თვითმფრინავი სავარაუდოდ დამხმარე პილოტმა ანდერსბ ლუბიცმა ჩამოაგდო.