ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული ვიდეომასალის შესწავლა დაწყებულია. ამის შესახებ გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი იტყობინება. მალხაზ სალაყაიას განცხადებით, მკვლელობის ადგილიდან ამოღებულია ნივთმტკიცებები, რომლითაც მკვლელის ვინაობის დადგენა უნდა გაადვილდეს. მისივე განცხადებით, გამოძიებას ეჭვმიტანილი ჯერ არ ჰყავს, თუმცა უკვე არსებობს მკვლელის ფოტორობოტი, რომელიც მოწმეების დაკითხვის საფუძველზე შექიმნა. ხარძიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.