დღეს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მნიშვნელოვანი ეტაპი გაიმართება.
”ექვსეულის” (აშშ, ჩინეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია) წარმომადგენლები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და მიიჩნევენ, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
ოპტიმისტური განცხადება გააკეთა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველა გადაუწყვეტელი საკითხი შესაძლოა შეთანხმდეს.
აშშ-ს და მის მოკავშირეებს სურთ მიიღონ მყარი გარანტიები იმის თაობაზე, რომ ირანი არ გახდება ბირთვული იარაღის მფლობელი.