სინგაპურში ქვეყნის პირველ პრემიერ-მინისტრს ეთხოვებიან. ლი კუან იუ-ს ცხედარი პარლამენტის შენობიდან გამოსავენეს. დამოუკიდებელი სინგაპურის შემქმნელის - 92 წლის ლი კუან იუ-ს სამოქალაქო პანაშვიდი პარლამენტის შენობაში 22 მარტიდან მიმდინარეობდა.
”ეროს-მამის” უკანასკლენ გზაზე გაცილების ცერემონიალში მონაწილეები პერიოდულად სკანდირებდნენ "Majulah Singapore" (წინ სინგაპურო).
სინგაპურის ეროვნულ უნივიერსიტეტში მამისადმი მიძღვნილი ემოციური სიტყვა წარმოსთქვა გარდაცვლილის შვილმა და ამჟამინდელმა პრემიერმა ლი სიან ლუნმა.
მან აღნიშნა, რომ ერთ კვირიანი გლოვის განმავლობაში მის მამას 1,2 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მეხუთე სიგნაპურელი, პირადად გამოეთხოვა.