დნეპროპეტროვსკის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის იგორ კოლომოისკის თანადებობიდან გათავისუფლება, არ ნიშნავს კონფლიქტს ხელისუფლებაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
”მსურს, რომ ეს არ წარმოაჩინონ როგორც კონფლიქტი ხელისუფლების შიგნით. მე ამას არ დავუშვებ, როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი. უმთავრესი პოზიცია, რომლითაც ამჟამად ვმოქმედებ ხელისუფლების დეოლიგარქიზაციაა და ქვეყანაში წესრიგის მშენებლობა, მათთვის კი - ქაოსი”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ ყველა საკვანძო თანამდებობაზე კადრების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით.
შეგახსენებთ, რომ უკრანის პორეზიდენტმა თანადებობიდან გაათავისუფლა უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, დნეპროპეტროვსკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ კოლომოისკი.