"მოამბსს" ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონამ, რომელიც წლების განმავლობაში იძულებით იყო ჩართული პროსტიტუციაში, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში ბავშვი გააჩინა.
დედასაც და შვილსაც ვენერიული დაავადების მძიმე ფორმა აღმოაჩნდათ, რის გამოც ისინი თავშესაფრის გარეშე დარჩნენ.
ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის მიუხედავად, გოგონა მეგობარმა შეიკედლა. სიცოცხლის ხელყოფის მუქარის გამო პროსტიტუციაში იძულებით ჩართულ უცხოელებს ოფიციალური სტრუქტურებისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავთ, შესაბამისად, მათ ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი არ აქვთ.
ვენერიული დაავადების მიუხედავად, გოგონას პროსტიტუციას მაინც აიძულებდნენ. ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე, სიუჟეტში, რომელსაც ნახავთ, გარკვეული ინფორმაცია შეგნებულად არ მოხვდა.