ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში მომხდარი ჩხუბის დროს 28 წლის ზურაბ სამხარაძე გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების თქმით, სოფლის ახალგაზრდებს შორის ფიზიკური ანგარიშსწორება სიტყვიერ დაპირისპირებას მოყვა. ჩხუბში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სამხარაძეს ტრამვები თავის არეში აქვს მიყენებული და ის საავადმყოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს ჩხუბი პოლიციის ერთ–ერთი ხელმძღვანელი პირის შვილთან მოუვიდათ, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
მომხდარზე საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით აღიძრა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.