Airbus A 320-ის დამხმარე პილოტს, ანდერს ლუბიცს ისეთი ჟესტის გაკეთება სურდა, რომლითაც ისტორიაში შევიდოდა. ამის შესახებ მისმა მეგობარმა გოგონამ გამოცემა "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "ანდრიასი ჩაკეტილი ადამიანი იყო და საიდუმლოების შენახვა შეეძლო. ძალიან შფოთიანი ძილი ჰქონდა. ხშირად ძილში ყვიროდა, ვვარდებითო. როდესაც ამ საშინელი ტრაგედიის შესახებ გავიგე, იმავე წამს გამახსენდა, როგორ მეუბნებოდა, რომ სისტემის შეცვლა სურდა. მას ისეთი რამის გაკეთება უნდოდა, რომლითაც გაიცნობდნენ და დიდხანს ემახსოვრებოდათ,"-განაცხადა ლუბიცის მეგობარმა გოგონამ. "ლუფტჰანზას" შვილობილი კომპანიის, "ჯერმანვინგზის" კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ბარსელონა-დუსელდორფის რეისს ასრულებდა, კატასტროფა საფრანგეთის ალპებში განიცადა. კატასტროფას 150 ადამიანი ემსხდვერპლა. როგორც ტრაგედიის ადგილას ნაპოვნი შავი ყუთის გაშიფვრის შემდეგ გაირკვა, თვითმფრინავი დამხმარე პილოტმა ჩამოაგდო.