სომალიში ისლამისტები გააქტიურდნენ. რადიკალური დაჯგუფების, "აშ-შაბაბის" მებრძოლები თავს მოგადიშოს ცენტრში სასტუმროს დაესხნენ. თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის შვეიცარიაში სომალის ელჩი იუსუფ ბირიბარიცაა. "აშ-შაბაბი" სომალიში "ალ-ქაიდას" ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად ითვლება.