ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილი უცნობმა პირებმა კიდევ ერთხელ გაწმინდეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" მოძრაობა "პარნასის" წევრი ნატალია პელევინა და რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" კორესპონდენტი ირინა ვორობიოვა წერენ. მათი მტკიცებით, ხიდიდან, სადაც ოპოზიციონერი მოკლეს, შავსამოსიანებმა ფოტოები, ყვავილები და სანთლები აიღეს. თავდასხმა ნემცოვის იმპროვიზირებულ მემორიალზე გასულ კვირასაც განხორციელდა. მემორიალი მოძრაობა "სერბის" აქტივისტებმა დაარბიეს.