2016 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი მონტენეგროსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გადაიდო. ამის მიზეზი სტადიონზე მომხდარი ინციდენტები გახდა. პირველად თამაშის შეჩერება მსაჯს მას შემდეგ მოუხდა, რაც გულშემატკივრების მიერ ნასროლი ფაიერი რუსეთის ნაკრების მეკარეს მოხვდა. იგორ აკინფეევი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თამაში 40 წუთის შემდეგ განახლდა, თუმცა 66-ე წუთზე მონტენეგროს ფანებმა გაურკვეველი საგანი რუსეთის ნაკრების კაპიტანს, რომან შიროკოვს ესროლეს. ამის შემდეგ რეფერიმ შეხვედრა საბოლოოდ შეწყვიტა.