იტალიაში გახმაურებული სასამართლო პროცესი დასრულდა. უმაღლესმა საკასაციო სასამართლომ ამანდა ნოკსი და მისი ყოფილი ბოიფრენდი რაფაელ სოლეჩიტო უდანაშაულოდ ცნო. მათ ბრალი პერუჯაში 2007 წელს მერედიტ კერჩერის მკვლელობაში ედებოდათ. კერჩერის ყელგამოჭრილი ცხედარი იმ ბინაში აღმოაჩინეს, რომელშიც ის მეგობარ გოგონა ამანდა ნოქსთან ცხოვრობდა. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით ნოქსი და მისი მეგობარი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. 2009 წელს მათ 28 და 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.