კრემლის ლიდერის ელექტორალური რეიტინგი 75 პროცენტამდე გაიზარდა. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს ფონდი "საზოგადოებრივი აზრი" აქვეყნებს. 2008 წლის შემდეგ ეს პუტინის რეიტინგის მაქსიმალური მაჩვენებელია. მეორე პოზიციაზე რეიტინგში ვლადიმერ ჟირინოვსკია, რომელსაც ხმას გამოკითხულთა 4 პროცენტი აძლევს, მესამე ადგილზე კი 3 პროცენტით კომუნისტთა ლიდერი გენადი ზიუგანოვი გავიდა.