ჰოლანდიის ცენტრალურ ნაწილში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა, რის გამოც ამსტერდამის უმეტესი ნაწილი და ჩრდილოეთ ჰოლანდიის მთლიანი პროვინცია ამ დრომდე უშუქოდ არის დარჩენილი.
ელექტროენერგია არ მიეწოდება, ასევე, ,,სხიპჰოლის" უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტს და ქვეყნის მთავარ ტელე-რადიო ცენტრს ,,ხილვერსუმს."
,,სხიპჰოლის" პრეს-სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის აეროპორტი სარეზერვო ქვესადგურის მეშვეობით განაგრძობს მუშაობს, თუმცა რეისების გრაფიკი მაინც მნიშვნელოვნად დაირღვა.
ჰოლანდიის სარკინიგზო გადაზიდვების,,Nederlandse Spoorwegen"- ის ადმინისტრაციის უწყებით, დარღვეულია მატარებლების მოძრაობის განრიგიც.