უკრაინის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარემ ალექსანდრ ნეჩიატილომ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ მან განცხადება დღეს კიევში გამართულ მოსამართლეების შეკრებაზე გააკეთა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ,,სასამართლო სისტემისა და მოსამართლეთა სტატუსის შესახებ კანონის” რედაქტირებული ვარიანტის ამოქმედება გახდა, რომლის მიხედვითაც სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესებსა და მის უფლებებში ცვლილებები შედის.
,,ახალ კანონთან შესაბამისად, სამოქმედო გეგმის შედგენა მხოლოდ ორი თვით შეუძლებელია. ამასთან, ორი თვის გამო სავარძელზე ჩაბღაუჭებაც არ ღირს.” - აღნიშნა ნეჩიტაილომ.
თანამდებობიდან წასვლის შესახებ ნეჩიტაილოს განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ, დღესვე, მისმა კოლეგებმა უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დიმიტრი ლიპსკი აირჩიეს.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ნეჩიტაილო უკრაინის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარედ, ერთი წლის ვადით, 2014 წლის 16 ივნისს აირჩიეს.