რუსეთის პრეზიდენტს მარიოპულის აღება აქვს დაგეგმილი. ამის შესახებ გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში განაცხადა. "მე ვიწანასწარმეტყველე ყველაფერი, რაც პუტინს ჰქონდა დაგეგმილი და რაც გააკეთა. შემდეგი ჩემი პროგზნოზი კი ასეთია: ის მარიოპულის აღებას შეეცდება, რითაც ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზა გაეხსნება. ამ შემთხვევაში დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება მოლდოვაც, რომელიც ნატოს წევრი სახელმწიფო არ არის,"-აღნიშნა მაკკეინმა.