დასავლეთი არ ითვალისწინებს იმ ქვეყნების მოსახლეობის აზრს, სადაც ხელისუფლების შეცვლა სურს. ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბაშარ ასადის მტკიცებით, ლეგიტიმაცია მას ხალხმა მიანიჭა, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობა კი არალეგიტიმურია. " დასავლეთს არ სურს პარტნიორული ურთიერთობა. მათ კოლონიალისტური ხედვა აქვთ და თუ ვინმე არ მოსწონთ, მის ჩამოგდებას ცდილობენ. ისინი არ ითვალისწინებენ ხალხის აზრს. ხალხს არ სურს, მათი ქვეყნის მომავალს უცხო ქვეყნები წყვეტდნენ,"-აღნიშნა ასადმა.