უკრაინის მოქმედი პრემიერ-მინისტრი პროკურატურაში დაიბარეს. გენერალურმა პროკურორის, ვიქტორ შოკინის განმარტებით, იაცენიუკი ჩვენებას მთავრობაში მომხდარ კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით მისცემს. "ჩვენ კორუფციის რამდენიმე ფაქტს ვიძიებთ, რამაც სახელმწიფოს დიდი ზიანი მიაყენა. ამათან დაკავშირებით ბპრემიერთან საუბარი მქონდა და ის ჩვენების მიცემაზე დათანხმდა."-განაცხადა შოკინმა.