სიცოცხლის ბოლო წუთებში Airbus A 320-ის მთავარი პილოტი კაბინის კარის შემტვრევას ცდილობდა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა "ბილდი" იტყობინება. როგორც შავი ყუთის გაშიფვრის შედეგად ხდება ცნობილი, ეკიპაჟის მეთაური კაბინიდან რამდენიმე წუთით საპირფარეშოში გავიდა, უკან დაბრუნებულს კი კარები ჩაკეტილი დახვდა. დამხმარე პილოტს ის კარის გაღებისკენ მოუწოდებდა, შემდეგ კი ნაჯახით კარის შემტვრევა დაიწყო, თუმცა კატასტროფა ვერ აღკვეთა. Germanwings-ის კუთვლილმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა 3 დღის წინ საფრანგეთის ალპებში განიცადა, რასაც 150 ადამიანი ემსხვერპლა. წინასწარი ვერსიით, თვითმფრინავი დამხმარე პილოტმა მიზანმიმართულად ჩამოაგდო.