უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლის, ვიქტორ მანძიკის მკვლელი დაკავებულია. ამის შესახებ პრეზიდენტი პოროშენკო სოციალურ ქსელ "ფეისბუკზე" წერს. მისივე ინფორმაციით, ქილერი უკრაინის საზღვრის არალეგალური გადაკვეთის მცდელობისას დააპატიმრეს. მკვლელის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა უმაღლესი რადის დეპუტატის, ანდრეი დენისენკოს მტკიცებით, ქილერი სავარაუდოდ ორგანიზაცია "სიჩის" აქტივისტი დენის გორდევია. მანძიკი დონბასში, ვოლნოვახის დასახლებაში მოკლეს.