პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმეზე მტკიცებულებები სასამართლოში შეიტანა.
საგამოძიებო უწყების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები 21 ტომისაგან შედგება. მათ შორის, ორი ტომი საიდუმლოა.
სასამართლოში პროკურორსა და ადვოკატებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. როგორც ცნობილია, დღეს დილით ადვოკატებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს, სადაც განმარტეს, რომ მათ პროკურორმა მტკიცებულებების გადაცემაზე უარი უთხრა, თუმცა, ოქმზე ხელის მოწერა თხოვა.
საგამოძიებო უწყება ამ ფაქტს უარყოფს.
პროკურატურის თქმით, მათ მტკიცებულებათა იმ ნუსხაზე ხელის მოწერა ითხოვეს, რაც სხვადასხვა დროს ადვოკატებს მიღებული აქვთ.