თელავში მომხდარი ავარიის შედეგად 21 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ,,რუსთავი-2”-ის ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და "მერსედესის" მარკის ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლმა მართვა დაკარგა და ბოძს შეეჯახა.
შემთვევის შედეგად, 21 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.