ერვოკავშირი უკრაინის ფინანსურ მდგომარეობას აიგნორებს. ამის შესახებ ცნობილმა ამერიკელმა მილიარდერმა და ფილანტროპმა ჯორჯ სოროსმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროპა საბერძნეთის ფინანსური პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული და უკრაინის პრობლემებისთვის ნაკლებად სცალია. „და ეს მაშინ, როცა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, უკრაინის დაფინანსება გაცილებით მნიშვნელოვანია,“-აღნიშნა სოროსმა.