პირველად ბოლო 15 წლის განმავლობაში, ინგლისის საფეხბურთო კლუბებმა სეზონი ფინანსური მოგებით დაასრულეს. Finanсial Times-ის ინფორმაციით, 2013-2014 წლებში პრემიერლიგის 20 კლუბის შემოსავალმა 190 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც რეკორდულ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს. ბოლო რეკორდი ინგლისში 1997-1998 წლებში დამყარდა. მაშინ უმაღლესი დივიზიონის კლუბების შემოსავალმა 49 მილიონი შეადგინა.