სირიის პრეზიდენტი მზადაა დიალოგი შეერთებულ შტატებთანაც აწარმოოს. ამის შესახებ ბაშარ ასადმა ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენთვის ნებისმიერი დიალოგი მისაღებია. მთავარია მოლაპარაკების პროცესში ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე ზეწოლა არ განხორციელდეს,“-აღნიშნა სირიის ლიდერმა. მანამდე სირიასთან დაკავშირებით CBS-ის ეთერში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა. ჯონ ქერიმ ასადთან მოლაპარაკების დაწყება არ გამორიცხა.