ბრიტანეთში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. პირველ ტელედებატებში გვიან ღამით ერთმანეთს მოქმედი პრემიერი დევიდ კემერონი და ლეიბორისტთა ლიდერი ედ მილიბენდი დაუპირისპირდნენ. მაყურებლების გამოკითხვის შედეგად, რომელიც Sky News-მა და Channel 4-მა ჩაატარეს, დამაჯერებელი უპირატესობით კემერონმა გაიმარჯვა. საპარლამენტო არჩევნები გაერთიანებულ სამეფოში მაისში გაიმართება.