იემენში შეტაკებები გრძელდება. გვიან საღამოს ხუსიტი ამბოხებულები თავს საუდის არაბეთის პოზიციებს დაესხნენ, თუმცა მალევე უკან დაიხიეს. ერ-რიადის ინფორმაციით, შეტაკებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ამბოხებულთა წინააღმდეგ არაბულმა კოალიციამ საუდის არაბეთის მეთაურობით დაიწყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც იემენის პრეზიდენტმა მანსურ ჰადიმ არაბულ სახელმწიფოთა ლიგასა და გაეროს სამხედრო ინტერვენციისკენ მოუწოდა. ამბოხებულები ამჟამად დედაქალაქს სრულად აკონტროლებენ.