ცნობილმა უკრაინელმა ოლიგარქმა იგორ კოლომაისკიმ პრეზიდენტისგან კომპლიმენტი დაიმსახურა. პეტრო პოროშენკომ დნეპროპეტროვსკის ყოფილ გუბერნატორს ქვეყნის პატრიოტი უწოდა. მისივე თქმით, კოლომაისკი საზოგადოებრივი და სამეურნეო საქმიანობით დაკავდება, რასაც ოლიგარქი თავადაც ადასტურებს. დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ პოლიტიკიდან მთლიანად ბიზნესზე გადაერთვება. დაპირისპირება კოლომაისკსა და პოროშენკოს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც უმაღლესმა რადამ ოლიგარქის მფარველობაში მყოფი პირი "უკ-ტრანს-გაზის" მმართველი პოსტიდან გადააყენა. ამის შემდეგ კოლომაისკიმ გუბერნატორის პოსტი დატოვა.