ე.წ. "კაბელების საქმეზე" დაცვის მხარე სასამართლოს მტკიცებულებებს დღეს წარუდგენს. 2300 გვერდიანი მტკიცებულებები როგორც მოწმეების ჩვენებებს, ისე ექსპერტიზის დასკვნას მოიცავს. რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, დაცვის მხარემ მხოლოდ მათი ნაწილი მიიღო. წინასასამართლო სხდომა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე 1 აპრილს გაიმართება.