პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვანებს ნასამართლობა შესაძლოა სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო პირობითი მსჯავრის შემთხვევაში გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე მოეხსნათ. იცვლება მათი დაკითხვის პროცედურაც. დაკითხვა მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის დასწრებით დღისით, დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე იქნება დასაშვები. მოსამართლეს უფლება ექნება არასრულწლოვანს, თუ ის პირველად სამართლდება, დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელი, მათ შორის, შინაპატიმრობაც. არასრულწლოვნის მიმართ პოლიციას ცეცხსასროლი იარაღის გამოყენებაც აეკრძალება, თუ ის შეიარაღებული არ არის და სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის მესამე პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთლელობას.