პარლამენტში საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ საკომიტეტო მოსმენები გრძელდება. ერთობლივ სხდომაზე დღეს მინისტრის მოადგილეს, გიგი გიგაძესა და ევროპულ და ევროატლანტიკურ საქმეთა დეპარტამენტების ხელმძღვანელებს მოუსმენენ. საუბარი ევროინტეგრაციის პროცესსა და საგარეო უწყების სამოქმედო გეგმას შეეხება. საკომიტეტო განხილვების შემდეგ შემაჯამებელი სხდომა გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება.