კიდევ ერთი ლიდერი, რომელიც მოსკოვში 9 მაისის აღლუმს არ დაესწრება, ისრაელის პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ რუსეთში ისრაელის ელჩმა დორიტ გოლენდერმა განაცხადა. "სამწუხაროდ, პრეზიდენტი რივლინი ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ვერ დაესწრება. მის ნაცვლად მოსკოვში რომელიმე ებრაელი მაღალჩინოსანი ჩამოვა,"-აღნიშნა ელჩმა. ცნობილი ხდება ისიც, რომ მოსკოვში ჩასვლას არც ფინეთის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის ლიდერები აპირებენ.