,,სამწუხარო არის ის, რომ პრემიერი და მისი მთავრობა ყოველდღიურად უფრო და უფრო შორდება საქართველოს მოსახლეობას”, _განაცხადა ,,ნაცმოძრაობის” წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის შეფასებისას.
მისივე განცხადებით, ხელისუფლება პრობლემების სხვაზე გადბრალებით არის დაკავებული.
,,მინდა გითხრათ, რომ ისინი არიან მოტივირებულები რომ ყველაფერი გადააბრალონ სხვას, დაწყებული იმით რომ ლარი არის გაუფასურებული, ინვესტიციები არის შემცირებული, ექსპორტი არის შემცირებული, სამუშაო ადგილები არის შემცირებული, მცირდება მთლიანად ეკონომიკა. მათ არ აქვთ გეგმა, მათ არ უნდათ საერთოდ დაინახონ ეს პრობლემები და ბუნებრივია ცდილობენ რომ ყველაფერი გადააბრალონ სხვას. ჩვენ მათ არაერთხელ შევთავაზეთ ის გეგმა, რომელიც მათ არ გააჩნიათ და დღესაც აღიარა პრემიერმა, რომ მათ არ აქვთ რეცეპტი. ერთ, ორ დღეში გარკვეული შედეგი როგორ იქნას მიღწეული და არც იზიარებენ იმ გეგმას რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, რომელიც მდგომარეობს იმაში რომ გაუქმდეს ის უაზრო რეგულაციები, რაც ორწელიწადნახევარში მიიღეს, შეამცირონ უფრო გადასახადები, მთელი რიგი მიმართულებებია შეღავათების დაწესების. გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს მოსახლეობამ ამოისუნთქოს”, _აცხადებს მელიქიშვილი.