Airbus A 320-ის ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა ერთ-ერთი პილოტი გამხდარიყო. ამის შესახებ მარსელის პროკურორმა ბრის რობენმა განაცხადა, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა, რომ კატასტროფისას კაბინაში მხოლოდ ერთი პილოტი იმყოფებოდა. როგორც შავი ყუთის გაშიფვრის შედეგად გაირკვა, პირველმა პილოტმა კაბინა ცოტა ხნით დატოვა, უკან დაბრუნებულს კი კარი ჩაკეტილი დახვდა და მისი გაღება ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო. ეს ვერსია გერმანიის გენერალურმა პროკურატურამაც დაადასტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ კაბინაში დარჩენილ მეორე პილოტს, ანდერს ლუბიცს შესაძლოა თვითმფრინავი მიზანდასახულად გაენადგურებინა. GermanWings-ის კუთვნილმა სამგზავრო ლაინერმა კატასტროფა საფრანგეთის ალპებში განიცადა, რასაც 150 ადამიანი ემსხვერპლა.