ცნობილ რუს ოპოზიციონერს, ილია პონომარიოვს შესაძლოა სადეპუტატო მანდატი მოუხსნან. შესაბამის ინიციატივას რუსეთის სახელმწიფო დუმა 7 აპრილს განიხილავს. დეპუტატისთვის იმუნიტეტის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა. "სამართლიანი რუსეთის" ლიდერს გამოძიება ფონდ "სკოლკოვოს" თანხების გაფლანგვაში ედავება. ამჟამად პონომორიევი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება და მოსალოდნელი დაპატიმრების გამო რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს.