ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას კრემლის პრეს-მდივანი გამოეხმაურა. დიმიტრი პესკოვის განმარტებით, რუსეთის ფედერაციის სუბიექტებს იარაღის გაყიდვის ან სხვა ქვეყნისთვის მიწოდების უფლებამოსილება არ აქვთ, რადგანაც ეს ადგილობრივი კანონმდებლობით იკრძალება. სკანდალური განცხადება დაკუვახ აბდურახმანოვმა "ინტერფაქსისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები უკრაინის შეიარაღებას დაიწყებს, ჩეჩნეთი იარაღით მექსიკელებს მოამარაგებს.