რუსმა სამართალდამცავებმა მოსკოვის ცენტრში საქართველოში დაბადებული 32 წლის ე. წ. ,,კანონიერი ქურდი” გიორგი კალაშიანი, იგივე ,,კოტიკი” დააკავეს.
ჩხრეკისას კალაშიანს 50 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ჰაშიში აღმოუჩინეს.
სამართალდამცავების ცნობით, გიორგი კალაშიანი ასევე ე. წ. ,,კანონიერი ქურდის,” იგივე მეტსახელით ცნობილი კონსტანტინე კალაშიანის შვილია.
კიდევ ერთი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, 32 წლის ირაკლი ბულისკირია (იკა გალსკი), ასევე ნარკოტიკების შენახვა-მოხმარების ბრალდებით, გასულ შაბათს პეტერბურგის პოლიციამ დააკავა.
პირადი ჩხრეკისას მას თან 9 გრამი კოკაინი და სხვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტი აღმოუჩინეს.
ირაკლი ბულისკირია ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ძველი და საკმაოდ ძლიერი მეგრული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი, რომლის წევრებიც ძირითადად გალის რაიონის მკვიდრები არიან.
მიუხედავად იმისა, რომ ბულისკირიას ციხის გამოცდილება არა აქვს, ის მამისგან ,,მემკვიდრეობით” მიღებულ ,,კანონიერი ქურდის” სტატუსს უკვე 15 წელია ინარჩუნებს.
,,იკა გალსკის” აწ გარდაცვლილი მამაც კრიმინალური ავტორიტეტი იყო.
ე. წ. ,,კანონიერი ქურდის” სახელი აქვს მის ბიძაშვილს, ლევან ბულესკირიასაც, რომელსაც ადრე ,,სტატუსი” ჩამოართვეს, მაგრამ მოგვიანებით ისევ დაიბრუნა.