ცნობილი რუსი ბალერინა ანასტასია ვოლოჩკოვა კონცერტებს სეპარატისტთა კონტროლირებად დონბასში გამართავს. ამის შესახებ მან ოკუპირებულ სევასტოპოლში ვიზიტისას განაცხადა. "უახლოეს რამდენიმე კვირაში დონეცკსა და ლუგანსკში ჩასვლას ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, რომ ამაში არაფერია სახიფათო. დონეცკთან ბევრი მოგონებები მაკავშირებს. 18 წლის განმავლობაში იქ თითქმის ყოველ წელს ჩავდიოდი და მგონია, რომ დღეს ეს უკვე ჩემი ვალია,"-აღნიშნა ვოლოჩკოვამ.