პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან აბსოლუტურად ნორმალური და კონსტრუქციული ურთიერთობა აქვს და მათ შორის არ არსებობს კონფლიქტი. Aამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ , დაესწრება თუ არა პრემიერი და მთავარობა” პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებას განმარტა.
,, აბსოლუტურად არავითარი პრობლემა და არც გართულებული ურთიერთობა არ გვაქვს პრეზიდენტ მარგველაშვილთა. მე მაქვს აბსოლუტურად ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა, ისეთი როგორიც უნდა მქონდეს”, _განაცხადა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, მოსახლეობას არ აინტერესებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი წავა თუ არა პარლამენტში.
,, საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი წავა თუ არა პარლამენტში ან მინისტრი გიორგაძე დაესწრება თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. მეც მოვუსმენ, მაგრამ არ არის აუცილებელი პარლამენტის შენობაში ვიყო, შეიძლება, მოვუსმინო ტელევიზორით. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი საქმე. თუ ჩვენ ყველა გავაკეთებთ ჩვენ საქმეს კარგად, ბევრად კარგად იქნება ყველაფერი საქართველოში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა 31 მარტსაა დაგეგმილი.