პალესტინური დაჯგუფება ,,ჰამასის” ლიდერი ჰალედ მეშალი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ,,სამშვიდობო მისიის საბოტაჟის” გამო აკრიტიკებს.
ყატარში მცხოვრებმა მეშალმა ბი-ბი-სის კორესპონდენტს განუცხადა, რომ საერათაშორისო საზოგადოებას ურჩევნია წინ აღუდგეს ისრაელის ლიდერის ,,ექსტრემისტულ მოქმედებებს და კომპრომისზე წაუსვლელობის სურვილს.”
,,ჰამასის” ხელმძღვანელის ასეთი რეაქცია ნეთანიაჰუს ბოლოდროინდელმა განცხადებამ გამოიწვია, რომელშიც მან კიდევ ერთხელ უარყო პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლებლობა.
მეშალმა მკაცრად გააკრიტიკა, ასევე, ჯიჰადისტები და ისინი ისლამისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა.
ორგანიზაცია ,,ჰამასი” ტერორისტულ დაჯგუფებად არის ცნობილი, თუმცა მის მეთაურს მიაიჩნია, რომ მისი თანამებრძოლები ,,ოკუპაციის წინააღმდეგ ლეგიტიმური ბრძოლით” არიან დაკავებულნი.