ანაკლიის ნავსადგურს ექნება ბევრი უპირატესობა და ის წელიწადში 100 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის საკითხს.
”ანაკლიის ნავსადგურს ექნება ბევრი უპირატესობა.
ნავსადგურის მშენებლობას დასჭირდება რამდენიმე ეტაპი. უკვე შერჩეულია 7 კომპანია და სექტემბრისთვის მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა. ველოდებით, რომ საბოლოოდ მისი წლიური გამტარუნარიანობა 100 მილიონ ტონა ტვირთს მიაღწევს. პროექტის განსახორციელებლად დაიხარჯება ასობით მილიონი დოლარის უცხოური და ადგილობრივი ინვესტიცია; შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სამეგრელოს რეგიონის, არამედ მთელი ქვეყნის განვითარებას”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.